ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
OPEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობა ბარკინდომ 2016 წელს დაიკავა, აქამდე ის ნიგერიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციას, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ ბარკინდოს ხელმძღვანელობის პერიოდში OPEC-ს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ისტორიულ გამოწვევებთან მოუწია გამკლავება, მათ შორისაა: კოვიდპანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მომხდარი კონფლიქტები.
ნიგერიელი პოლიტიკოსი და ეკონომისტი გარდაცვლილი 5 ივლისის საღამოს იპოვეს - სიკვდილის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.