მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC+ სექტემბრიდან ნავთობის მოპოვების კვოტების გაზრდას გეგმავს

opec

მსოფლიოში ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების კარტელურმა ორგანიზაცია "OPEC+"-მა სექტემბრიდან ნავთობის მოპოვების სამიზნე მაჩვენებლების მორიგი ზრდა დააანონსა.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ორგანიზაცია 2 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრაზე ოფიციალურად დაამტკიცებს. გაერთიანების შვიდი ძირითადი წევრი - საუდის არაბეთი, რუსეთი, ერაყი, ქუვეითი, ალჟირი, ყაზახეთი და ომანი - დღიურ მოპოვებას სექტემბერში დაახლოებით 188,000 ბარელით გაზრდის.

როგორც ირკვევა, მოპოვებაზე კვოტების მატება გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისა და წითელ ზღვაში საუდის არაბეთის ტანკერებზე ჰუსიტების თავდასხმების ფონზე, 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა უკვე $100-ს გადააჭარბა. მიწოდების ჯაჭვის შეფერხება აშშ-სა და ირანს შორის საზავო შეთანხმების ჩაშლამ კიდევ უფრო გააღრმავა. ამ პროცესმა ჰორმუზის სრუტეში ტვირთების გადაზიდვას დამატებითი საფრთხეც შეუქმნა.

ცნობისთვის, "OPEC+"-ის ალიანსი 21 სახელმწიფოს აერთიანებს, თუმცა ყოველთვიურ ოპერაციულ მართვაში მხოლოდ შვიდი ძირითადი ქვეყანა მონაწილეობს. ორგანიზაცია ბაზარზე პოზიციების სრულად აღდგენას საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები