2018 წლის აგვისტოს თვეში ოპეკის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,075 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 2016 წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 32,565 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. ნათქვამია ორგანიზაციის ყოველთვიურ ანგარიშში.
შედეგად, ოპეკმა 278 ათასი ბარელით/დღე-ღამეში გაზარდა მოპოვება მიმდინარე წლის ივლისის თვის მოპოვებასთან შედარებით.
"აგვისტოში ოპეკის ნავთობის მოპოვების საერთო ოდენობამ შეადგინა 32,56 მლნ ბარელი/დღე-ღამეში, რაც 278 ათასი ბარელით/დღე-ღამეში მეტია წინა თვის მაჩვენებეთან შედარებით. ნავთობის მოპოვება გაიზარდა ძირითადად ლიბიაში, ერაყსა და ნიგერიაში, მაშინ როცა მოპოვება შემცირდა ირანში, ვენესუელასა და ალჟირში", - ნათქვამია ანგარიშში.
OILNEWS