მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Opel-ის გაყიდვის შემდეგ, General Motors-ის აქციების ფასი დაახლოებით 35%-ით გაიზრდება

58ac0b99cb1c7
BM.GE
21.02.17 13:36
1883
Opel-ის გაყიდვის შესახებ გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, General Motors-ის აქციების ფასი შესაძლოა 35%-ით გაიზარდოს, - აღნიშნულის შესახებ კომპანია Barron's-ის ანალიტიკოსები აცხადებენ.

მათი განცხადებით, კომპანია ბიზნესის წამგებიანი მიმართულებებისგან განტვირთვას და განვითარებად ბაზრებზე კონცენტრირებას შეძლებს. გერმანული ავტოკონცერნის გაყიდვას შეუძლია General Motors-ს 1 მილიარდი აშშ დოლარი ნაღდი ფული მოუტანოს და კიდევ 1 მილიარდი წლიური შემოსავალიდან პრობლემების თავის დაღწევის საშუალებას იძლევა.

2016 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, Opel-მა General Motors-ს 257 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ოპერაციურლი დანაკარგი მოუტანა.

Barron's-ის ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების გაყიდვების შემცირებაა მოსალოდნელი, მომავალში კომპანიის შემოსავალი ერთ აქციაზე საშუალოდ 3-4-აშშ დოლარით გაიხრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები