მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Opel-ის საწარმო ჩიპების ნაკლებობის გამო იხურება

6155bb3c797f1
ნათია თაქთაქიშვილი
30.09.21 17:26
484
გერმანული ავტოკონცერნი Opel-ი აცხადებს, რომ კომპანია წარმოებას წყვეტს და ქალაქ ეიზენახში მდებარე საწარმოს მომავალ წლამდე დახურავს, ამასთან Opel-ი თანამშრომლებს შვებულებაში გაუშვებს, ქარხნის გახსნამდე. წინასწარი მონაცემებით საწარმო სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისისთვის გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Opel-ის ქარხნის დახურვის მიზეზი ჩიპების გლობალური ნაკლებობით არის გამოწვეული, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ავტოკონცერნი მომავალი კვირიდან ჰიბრიდული მოდელის წარმოებას გააჩერებს.

Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანია, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მასალების ნაკლებობამ მნიშვნელოვნად დააზარალა, რამაც ასევე იმოქმედა ავტო წარმოებაზე.

მიმდინარე წლის დასაწყისში, საავტომობილო გიგანტმა ფოლკსვაგენმა განაცხადა, რომ ქარხანა ამცირებს წარმოებას ჩიპების ნაკლებობის გამო.

როგორც საკონსულტაციო კომპანია Alix Partners-ის კვლევები აჩვენებს, დაახლოებით 7.7 მილიონი მანქანით ნაკლები იქნება წელს წარმოებული გლობალურად, რაც დაახლოებით 210 მილიარდი ევროს ზარალია (243.5 მილიარდი დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები