"ოპელმა" ევროპის ბაზრიდან 210 000 ბენზინის ძრავიანი მინი ავტომობილი უკან გაიწვია.
როგორც გერმანული კონცერნის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გაწვევა 2018-2019 წლებში წარმოებულ "კორსასა" და "ადამის" მოდელების ავტომობილებს შეეხოთ.
გერმანული მედიის ცნობით, გაწვევის მიზეზად გამონაბოლქვში აზოტის ოქსიდის პრობლემა დასახელდა. ძლიერი სიჩქარით მოძრაობისას, ე.წ. ლამბადა სენსორი დარღვევით ფუნქციონირებს, რამაც შესაძლოა, ამ ნივთიერების გამოყოფის გადამეტება გამოიწვიოს.
მანქანებს სახელოსნოებში გადაიყვანენ და პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან.

























