მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI $100 მილიარდის მოსაპოვებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს

chatgpt

OpenAI ფინანსების მოსაპოვებლად მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებს, საბოლოო მიზანი - 100 მილიარდი დოლარია. ჯერჯერობით უცნობია დეტალები დაფინანსების პირობებისა და სხვა საკითხების შესახებ, თუმცა ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანია ახალი ჩიპების წარმოებისთვის ფინანსების მოზიდვას ცდილობს.

ცნობილი არ არის, მიმდინარე მოლაპარაკებებს რა საერთო აქვთ ჩიპების წარმოებასთან, თუმცა კომპანიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ მიზნით OpenAI 8-დან 10-მდე მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავდა.

Microsoft-ი ერთ-ერთია იმ კომპანიათაგან, რომელმაც OpenAI-სთვის მასშტაბური ინვესტიცია გამოყო - 2022 წელს ტექნოლოგიური გიგანტის $10 მილიარდიანმა დაფინანსებამ ChatGPT-ის ამოქმედებას შეუწყო ხელი.

განსახილველი დაფინანსების მიღების შემთხვევაში, OpenAI (ილონ მასკის SpaceX-ის შემდეგ) აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები