Financial Times-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ამერიკულმა სტარტაპმა OpenAI-მ მორიგი რაუნდის ფარგლებში მოსაზიდი დაფინანსების სამიზნე მაჩვენებელი $10 მილიარდით შეამცირა და კაპიტალიზაციის სამიზნე ნიშნული დააკორექტირა.
როგორც ცნობილია, ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია ამჟამად $20 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, ხოლო ამ რაუნდში მისი სასურველი კაპიტალიზაცია $1.40 ტრილიონიდან $1.25 ტრილიონამდე შემცირდა.
ვარდნის მიზეზს რაც შეეხება, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯების გამო, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბუნებრივია, ეს ნეგატიური განწყობა OpenAI-ის შეფასებასაც აისახა და Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის 9%-იანი ვარდნის ფონზე, OpenAI-ის კაპიტალიზაციაც დაეცა.
დაფინანსების მორიგ რაუნდში ყველაზე დიდი მოცულობის თანხას არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი, MGX დააბანდებს. გარიგების ფარგლებში OpenAI არაბეთის რეგიონში ახლად განვითარებული გამოთვლითი ინფრასტრუქტურის იჯარით აღების უფლებას მიიღებს. ამასთან, პროცესში ამერიკული ვენჩურული ფონდები, მათ შორის Founders Fund, Coatue, Sequoia და Andreessen Horowitz ჩაერთვებიან.
























