Anthropic-ის მიერ Mythos-ის ანონსიდან ერთი კვირის თავზე, OpenAI-მ კიბერუსაფრთხოებაზე ორიენტირებული სპეციალიზებული მოდელი, GPT-5.4-Cyber გამოუშვა. ახალი მოდელი GPT-5.4-ის ბაზაზეა შექმნილი და მისი მთავარი დანიშნულება თავდაცვითი კიბეროპერაციების მხარდაჭერაა.
კომპანიამ პარალელურად გააფართოვა პროგრამა Trusted Access for Cyber, რაც ათასობით ვერიფიცირებულ სპეციალისტს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის გაფართოებული შესაძლებლობები გამოიყენოს, მათ შორის კოდის საპირისპირო ინჟინერია მავნე პროგრამების გამოსავლენად და პრობლემური სისტემების გასაუმჯობესებლად.
მოდელი პროფესიონალური შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მოხსნილი აქვს სტანდარტული შეზღუდვები კიბერუსაფრთხოების ამოცანების შესრულებისას. ამასთან, ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, OpenAI-მ დააწესა მრავალდონიანი ვერიფიკაციის სისტემა, სადაც უმაღლესი დონის წვდომა მხოლოდ შემოწმებულ ორგანიზაციებსა და მკვლევრებს ექნებათ.
კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი არის მომზადება წლის ბოლოსთვის დაგეგმილი უფრო მძლავრი მოდელების საჯაროდ გამოშვებისთვის.




























