მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-მ პირველი ფიზიკური მოწყობილობა, Codex-ის მიკროკლავიატურა წარადგინა

Codex Micro

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე კომპანია OpenAI-მ სამომხმარებლო ტექნოლოგიების ბაზარზე პირველი ფიზიკური მოწყობილობა წარადგინა. როგორც ირკვევა, ახალ პროდუქტს Codex Micro ჰქვია და ის სპეციალურად OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის აგენტების სამართავად შეიქმნა. მინი-კლავიატურა ტექნოლოგიურ კომპანია Work Louder-თან თანამშრომლობით დამზადდა და მომხმარებლებს მისი შეძენა 230 დოლარად შეუძლიათ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოწყობილობას აქვს 13 სპეციალური ღილაკი, რომლებიც OpenAI-ის აგენტების მართვის სპეციფიკის მიხედვით გამოიყენება. კლავიატურას ხელოვნური ინტელექტის მუშაობის დონის მარეგულირებელი მბრუნავი ღილაკი და სამუშაო პროცესების გასაშვები ჯოისტიკიც აქვს. კომპლექტაციაში 32 დამატებითი ღილაკი შედის. Codex Micro Mac-ისა და Windows-ის ოპერაციულ სისტემებზე შეუფერხებლად მუშაობს. ახალი პროდუქტი კომპიუტერს Bluetooth-ის ან USB-C კაბელის დახმარებით უკავშირდება.

საყურადღებოა, რომ კოდის წერის პროცესის გამარტივებისა და დაჩქარებისთვის განკუთვნილი ეს მოწყობილობა OpenAI-ს იმ პროგრამაზეა სრულად მორგებული, რომელიც დეველოპერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტარტაპის მონაცემებით, ყოველკვირეულად Codex-ს 3 მილიონზე მეტი დეველოპერი იყენებს. როგორც ირკვევა, სწორედ ამ მოცემულობის შენარჩუნებისა და გაფართოების მიზნით შექმნა OpenAI-მ ახალი მოწყობილობა.

აქვე უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ცნობები, თითქოს სტარტაპი ჭკვიანი დინამიკის გამოშვებას გეგმავდა. თუმცა რეალური პროდუქტი მოლოდინებისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები