მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიებთან ალიანსს აფუძნებს – რა არის მიზანი?

openai

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერმა, OpenAI-მ ოფიციალურად წარადგინა ახალი სტრატეგიული ალიანსი მსოფლიოს უმსხვილეს საკონსულტაციო გიგანტებთან, მათ შორის არიან: McKinsey & Company, Boston Consulting, Accenture და Capgemini.

პარტნიორობის მიზანია OpenAI-ის ახალი პლატფორმის, Frontier AI Agent-ის მასშტაბური დანერგვა კორპორაციულ სექტორში.

Frontier-ის პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს შექმნან საკუთარი AI-ასისტენტები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ მართონ ბიზნეს-პროცესები, როგორიცაა: მიწოდების ჯაჭვი, ფინანსური ანალიზი და კლიენტთა მომსახურება.

საკონსულტაციო კომპანიები ამ პროცესში ხიდის როლს შეასრულებენ, კერძოდ, ისინი დაეხმარებიან მსხვილ კომპანიებს Frontier-ის აგენტების ინტეგრაციაში და ამის სანაცვლოდ საკომისიოს მიიღებენ.

ექსპერტების შეფასებით, OpenAI-ის ეს ინიციატივა პირდაპირი პასუხია იმ კრიტიკისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით ვერ ახდენს რეალურ გავლენას პროდუქტიულობის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და მას კომპანიებში სათანადოდ არ იყენებენ.

ალიანსის მეშვეობით, ასიათასობით კონსულტანტი მთელ მსოფლიოში გადამზადდება Frontier-ის ტექნოლოგიაში, რათა კლიენტებს AI-ზე დაფუძნებული ორგანიზაციული ტრანსფორმაცია შესთავაზონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები