მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Open.net: საყოველთაო ინტერნეტიზაციის ტენდერი დისკრიმინაციული არ ყოფილა

5b2dec8552741
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.18 12:14
1039
საყოველთაო ინტერნეტიზაციის მშენებლობაში ჩართვა მცირე სატელეკომუნიკაციო კომპანიებსაც შეეძლებათ,- ამის შესახებ bm.ge-ს პროექტის განმახორციელებელი კომპანიის open.net-ის ხელძღვანელმა ნინო ქუბინიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ის არ ეთანხმება შეფასებებს, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი დისკრიმინაციული იყო და მცირე სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს არ აძლევდა ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალებას. თუმცა, ქუბინიძე აღიარებს, რომ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად თამასა ნამდვილად მაღალი იყო.

„ტექნიკურად დაუშვებელია, რომ მიმართულებებზე, სადაც ქსელის მშენებლობა გამოვაცხადეთ, უფრო მეტად დაყოფილიყო ლოტები, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ. დაირღვეოდა ქსელის ერთიანობის პრინციპი. ქსელის კონფიგურაცია ისეთია, რომ ერთ ლოტში უნდა გაერთიანებულიყო.

ჩვენ გვექნება შესაძლებლეობა, რომ კიდევ გამოვაცხადოთ კონკურსი და უკვე სხვა ქსელის მონაკვეთები შევთავაზოთ მშენებლებს, იქ უფრო პატარა ლოტები იქნება. მოკლე მონაკვეთები იქნება ასაშენებელი და მცირე ოპერატორებსაც შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ. ეს იყო პირველი ეტაპი და თამასა ძალიან მაღალი ავიღეთ. მომდევნო ეტაპზე შეგვიძლია ოდნავ დავწიოთ თამასა“,- აცხადებს ნინო ქუბინიძე.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში Open.net-მა გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვა ინტერნეტის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე შემდეგ ლოკაციებზე:

• ზუგდიდი-ჯვარი-მესტია - ჯამური ღირებულება: 5 790 000 ლარი
• ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური - ჯამური ღირებულება: 5 050 000 ლარი
• სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთი - ჯამური ღირებულება: 4 280 000 ლარი
• ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი - ჯამური ღირებულება: 3 930 000 ლარი
მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ ტენდერი დიდ ლოტებად არის დაყოფილი, რის გამოც მცირე ოპერატორებს მასში მონაწილეობის მირება, პრაქტიკულად არ შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები