მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე

ქართული ოპერის ისტორია თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა - სახელებით, რომლებმაც ეროვნული მუსიკა ევროპულ საოპერო სივრცეში გაიტანეს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი კი ვანო სარაჯიშვილსა და სანდრო ინაშვილს უკავიათ. „Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი“ ქართული საოპერო მემკვიდრეობის მიმართ ახალი ინტერესის გაჩენის მცდელობაა - პროექტი, რომელიც ისტორიას მხოლოდ წარსულად არ ტოვებს და ცდილობს, ქართული ოპერის დიდი ტრადიცია თანამედროვე აუდიტორიამდე ახალი ენით მიიტანოს. როგორ გაცოცხლდა მათი ეპოქა თანამედროვე სცენაზე და როგორ შეიძლება ისტორიული მემკვიდრეობა ახალი თაობის აუდიტორიამდე მივიდეს - სწორედ ამას მიეძღვნა „Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი“, რომელმაც საოპერო მუსიკა, თეატრი, თხრობა და საარქივო მასალა ერთიან სანახაობად გააერთიანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები