მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოპერაციების თვითღირებულება გაიზარდა” – სულხან ლომინაძე

5f7f4e5e77357
ანუკა ჯოხაძე
09.10.20 00:25
1097
“ოპერაციების თვითღირებულება გაიზარდა”- ამის შესახებ კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა სულხან ლომინაძემ განაცხადა.

როგორც ლომინაძე ამბობს, ყველაზე დიდი ზრდა ისეთ მიმართულებებში ფიქსირდება, რომლებიც იმპორტირებულ მასალებზე ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული. ლომინაძის განმარტებით, კლინიკებს განსაკუთრებით კარდიოქირურგიული ოპერაციების გაკეთება გაუძვირდათ, თუმცა აღნიშნულ ფაქტორს პაციენტების ჯიბეზე გავლენა არ მოუხდენია, ერთადერთი ვინც ამ პროცესში დაზარალდნენ, კლინიკები არიან.

“ყველაფერი არის იმპორტირებული დოლარის და ევროს საშუალებით, აქედან გამომდინარე ოპერაციის თვითღირებულება გაიზარდა. თუმცა ოპერაციის ფასი პაციენტისთვის არ გაზრდილა, იმიტომ რომ ეს არის სტანდარტიზირებული ფასები სახელმწიფოსგან დადგენილი და ჩვენ უფლება არ გვაქვს ამ ფასების მომატების. რაც შეეხება იმას, თუ ფასები რამდენად გაიზარდა, რამდენადაც მოხდა ლარის დევალვაცია, იმდენად მოხდა გაძვირება იმპორტირებული საქონელის. მითუმეტეს მაღალტექნოგიურ დარგებს, როგორიც მაგალითად კარდიო ან ნეიროქირურგიაა, რომელიც ცალსახად დამოკიდებულია იმპორტზე აქ თვითღირებულება ოპერაციის საკმაოდ გაიზარდა", - ამბობს სულხან ლომინაძე კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები