მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OPIC ფოთში ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს

5c56f2c86778c
BM.GE
03.02.19 17:48
1512
4 თებერვალს, 13:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში”, „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.

ხელშეკრულების თანახმად, „პეის ჯგუფს” ფოთის საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ი, 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები