ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო კერძო საინვესტიციო სააგენტო (OPIC) გლობალურად ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობისთვის ახალი პროგრამის დაწყებას აანონსებს. ჰააგაში, გლობალური ენტერპრენიორობის სამიტზე, საინვესტიციო კორპორაციის ხელმძღვანელმა დევიდ ბოჰაგიანმა ხელი მოაწერა $25-მილიონიანი დაფინანსების გამოყოფას, რომელიც ორგანიზაციის ბენეფიციარ ქვეყნებში - ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და აფრიკის რეგიონის ქვეყნებში გაიცემა.
ფონდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორობით შეიქმნება. OPIC-ი პროგნოზირებს, რომ $25-მილიონიანი თანადაფინანსების მექანიზმის ამოქმედებით, დაახლოებით $100 მილიონი დოლარის ინვესტიციები წახალისდება.
ინიციატივა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. OPIC-ის ხელმძღვანელის დევიდ ბოჰიგიანის თქმით, განვითარებად ქვეყნებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება იქნება ის ტალღა, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიღარიბიდან ამოყვანა და საზოგადოებრივი ბარიერების დამსხვრევა შეეძლება, რისთვისაც აუცილებელია რომ უფრო მეტმა სახელმწიფომ გამოიჩინოს მეტი ძალისხმევა, რათა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უფლებები უფრო დაცული იყოს.

























