მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OPIC-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაზრდას გეგმავს

5b365eb59dd8c
BM.GE
29.06.18 20:29
781
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, - ახალ საინვესტიციო პროექტებზე კორპორაციის მმართველმა დირექტორმა კენეტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, OPIC-ი დაინტერესებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ფოთის პორტის პროექტებით. გარდა ამისა, კორპორაცია საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელით თბილისში დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს აშენებს, რომლის მმართველი მსხვილი ამერიკული კომპანია იქნება. საავადმყოფოს მშენებლობაში უკვე განხორციელებულია მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობა საქართველოსთვის რეგიონული სამედიცინო ჰაბის ფუნქციის შეძენისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

საუბარი ასევე შეეხო OPIC-ის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, რომელიც საქართველოსა და კორპორაციის პარტნიორობის 20-წლის იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა OPIC-ის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებულ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და აღინიშნა, რომ კორპორაციას საქართველოში ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფოლიო აქვს, რომელიც მოიცავს პროექტებს 20-მდე მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები