მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპიოიდების საქმესთან დაკავშირებით McKinsey-მ $230 მლნ ჯარიმა გადაიხადა

McKinsey

ოპიოიდების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით საკონსულტაციო კომპანია McKinsey-მ დამატებით 230 მილიონი დოლარის ჯარიმა გადახდა და საერთო ჯამში, საჯარიმო თანხის მოცულობამ 870 მილიონ დოლარს მიაღწია.

McKinsey-ს ბრალად ედება ოპიოიდების გადაჭარბებით მოხმარების წახალისება და კლინიკებისთვის საშიში რჩევის მიცემა. როგორც ჩანს, საკონსულტაციო კომპანია ექიმებსა და კლინიკებს ურჩევდა, რომ მათ პაციენტებისთვის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით პრეპარატები გამოეწერათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის მასშტაბით ასობით საჩივარი დაგროვდა და საქმე, საბოლოო ჯამში, მასშტაბურ კოლექტიურ სარჩელად იქცა, რომლის წინააღმდეგ McKinsey-მ წააგო.


  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები