მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპონენტ კანდიდატს მივმართავ, მისი მერიც ვიქნები - ანზორ მელია

617d7cd6ca16a
ინგა მურუსიძე
30.10.21 21:10
1224
ოპონენტ კანდიდატს მივმართავ, მისი მერიც ვიქნები, - ამ სიტყვებით მიმართავს ზუგდიდის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ანზორ მელია მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, მამუკა წოწერიას.

„მე ვიქნები ყველა ოჯახის მეგობარი მერი, კონკურენტს მივმართავ - მისი მერიც ვიქნები. დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, მადლობა ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იმ თანადგომისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას“, - განაცხადა ანზორ მელიას.

ინფორმაციისთვის, დღეს ორი ეგზიტპოლის ორი შედეგები გამოქვეყნდა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ანზორ მელიამ ხმათა 53% მიიღო, ხოლო მამუკა წოწერიამ - 47%;

აქვე აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლი გამოაქვეყნა ტელეკომპანია „იმედმაც“, რომლის დაკვეთითაც კვლევა ჩაატარა კომპანია „გორბმა“, თუმცა სხვა ქალაქებს შორის ზუგდიდის წინასწარი შედეგები „იმედის“ ეგზიტპოლში ვერ მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები