მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის - 15 მაისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან

6055b22979885
BM.GE
20.03.21 12:26
942
„დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება.

„დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს.

დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“, - აცხადებს უდუმაშვილი.
წყარო: IPN 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები