ოპოზიცია ვერ გაერკვა მიწისქვეშა ნაგვის ურნების მიმართულებით რას ვაკეთებთ, ამიტომ როცა დავასრულებთ მივიყვანთ და ვაჩვენებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს ნარჩენების სეპარირება, ასევე მიწისქვეშა ურნების დამონტაჟება. ეს არის სიახლე, რომელიც პირველად ჭავჭავაძის გამზირზე ხორციელდება. ოპოზიცია ვერ გაერკვა, რა ხდება ამ მიმართულებით და რას ვაკეთებთ, თუმცა, როცა პროექტი დამთავრდება, მივიყვანთ ადგილზე და ვაჩვენებთ რა გაკეთდა. სხვა უბნებში და რაიონებშიც გვექნება ანალოგიური მიდგომა“, - აღნიშნა მან.