მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოპოზიციის კრიტიკის 90% არის უკიდურესად პოპულისტური" - ივანე მაჭავარიანი

5bf963019cba5
BM.GE
24.11.18 18:34
814
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკის 90% არის პოპულისტური. მისი თქმით, ერთი და იგივე პარტია მთავრობას აკრიტიკებს ისეთი მოწოდებებით, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში უკიდურესად მემარჯვენე, ხოლო სხვა შემთხვევებში კი მემარცხენე და სოციალისტურია.

"მათი უმეტესი კრიტიკა, 90% ამ კრიტიკის, იყო უკიდურესად პოპულისტური. ერთი და იგივე პარტია და ერთი და იგივე ადამიანი ეკონომიკის კუთხით ერთდროულად ულტრალიბერალურ და მემარჯვენე მხრიდან გვიყენებდეს პრეტენზიას და მეორე წამს, რომ სოციალისტებსა და კომუნისტებს არ დაესიზმრებათ. მაგალითად, ერთი მხრივ გეტყვიან, რომ საბანკო რეგულაცია არ შეიძლება და რომ თავისუფალ ბაზარში შეჭრაა, გეტყვიან რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ გავატაროთ, რადგანაც სავალდებულოა, მეორეს მხრივ, იგივე ადამიანი მოითხოვს ისეთ აბსურდულ რამეებს, ან სოციალური შემწოებების ისეთ ზრდას რაც წამოუდგენელია. იდეა რასაკვირველია ჩვენც მოგვწონს და მაგათზე უფრო მეტად ჩვენ გვინდა რომ გავზარდოთ სოციალური შემწეობები. მაგრამ მეორე წამს ისეთ პოპულისტურ მოთხოვნებს დააყენებენ, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია. ეს ხდება ერთი პარტიის შიგნით. ეს რომ იყოს სხვადასხვა პარტიები, რომლებსაც განსხვავებული პლატფორმები აქვთ კიდევ გასაგებია, მაგრამ ერთი ორგანიზაციის მიერ ხდება ასეთი კრიტიკა. შესაბამისად ამას უკავშირდებოდა ის კომენტარი, რომ ვთქვი, კაბინეტში ბენდუქიძის სურათი უკიდიათ და მეორე ადამიანის ენით ლაპარაკობენ,"- ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა ივანე მაჭავარიანმა. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები