მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტში, პარლამენტს ბევრი არაფერი შემატებია - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე
09.11.24 17:20
1566

ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტში, პარლამენტს ბევრი არაფერი შემატებია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ, ოპოზიციის ყოფნით წინა პარლამენტში, პარლამენტს ბევრი არაფერი შემატებია. ოპოზიციის წარმომადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა, პრაქტიკულად, არ ესწრებოდა სხდომებს და არ იღებდა მონაწილეობას პარლამენტის საქმიანობაში, რითაც ისინი ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს.

მათი მხრიდან არ გამიგია არცერთი საქმიანი კითხვა და როდესაც ისინი დასვამდნენ კითხვას, გადიოდნენ დარბაზიდან და მინისტრის საათზეც არაერთხელ შევსწრებივარ ამ გარემოებას.

პარლამენტის ტრიბუნას იყენებდნენ მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული-მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და არა იმ ამომრჩევლისთვის, რომელმაც მათ ხმა მისცა. ოპოზიციის წარმომადგენლები მთელ რიგ შემთხვევებში საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემენ პატივს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები