შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენეგარდი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება და მათ წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ზიანს აყენებს.
როგორც სტენეგარდი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს ხელისუფლება ასევე აძლიერებს ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე.
„ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებები და მათ წინააღმდეგ განაჩენები საქართველოს დემოკრატიას შლის. საქართველოს ხელისუფლება ასევე უფრო აძლიერებს თავის ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე“, – აცხადებს ის.
სტენეგარდის თქმით, შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური ქართული საზოგადოების მხარდაჭერას.




























