რამდენიმე საათის წინ დაკავებული "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ასევე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე.
ორივე პოლიტიკოსი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
ცნობისთვის, ბათუმში აქციაზე ელენე ხოშტარია, ლუკა ნაცვლიშვილი, გიორგი კირთაძე, შუშანა მაცაბერიძე, გიორგი კაკალაძე და ელიზბარ ჩხიკვიძე რამდენიმე საათის წინ დააკავეს.