მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციური კვოტით "ოცნების" პარლამენტის მე-6 ვიცესპიკერი ილია ინჯია იქნება

ლიპარტელიანი

"ქართული ოცნების" 84-მა დეპუტატმა პარლამენტის სპიკერატში მეექვსე ვიცე-სპიკერად ილია ინჯია აირჩია.

ინჯიამ ოპოზიციის კვოტა დაიკავა. ის ვიცე-სპიკერად პოლიტიკურმა ჯგუფმა “ევროპელი სოციალისტები“ წარადგინა.

XI მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან: - პირველი ვიცე სპიკერია გია ვოლსკი, უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები - ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ხოლო ოპოზიციას პარლამენტის სპიკერატში სოზარ სუბარი და ილია ინჯია წარმოადგენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები