ოპოზიციური პარტიები ცესკოს წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს რამდენიმე წუთში გააკეთებენ.
ოპოზიციური ცენტრების ლიდერების შეხვედრა ახლახან დასრულდა. დიდი ალბათობით, ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე გააკეთებენ განცხადებებს.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“/ელენე ხოშტარია: „სრული კოორდინაციაშია ოპოზიცია ერთმანეთთან. კომუნიკაცია ყველას ყველასთან აქვს“.
კოალიცია „ძლიერი საქართველო“/ლევან ცუცქირიძე: „ჩვენ გვჯერა ეგზიტპოლის შედეგების, რომელიც დაიდო. ვიცით, ქართველი ხალხი არ შეეგუება რუსეთის გუბერნიად გადაქცევას“.
კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“/გიორგი ვაშაძე: „15-20 წუთში გავაკეთებთ განცხადებას. მივდივართ წინ, გამარჯვებისკენ“.
ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს.