მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPPA-ს PayBox-ები

BM.GE
27.05.22 10:25
1340
„სს ოპპა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში უკვე 15 წელია ოპერირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის აპარატები - PayBox (ფეიბოქსი). დღეისათვის ის მთელი ქვეყნის მასშტაბით 10,000-მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატსა და 1000 - მდე გადახდის სერვისს აერთიანებს. რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი გამოუშვა და მომხმარებელს შეახსენა, რომ PayBox საქართველოში პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატია. ამ წლების განმავლობაში მან თავი კატეგორიის სახელწოდებადაც დაიმკვიდრა - „ჩასარიცხი აპარატი ბევრია, მაგრამ ყველას ფეიბოქსს ვუწოდებთ“.

სტუმარი: იაკო ჯიქია - კომპანია „ოპპას“ მარკეტინგის და პროდუქტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები