მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPPA.GE-ზე გადახდებზე საკომისიო უქმდება

5e6bd83aed9e7
BM.GE
13.03.20 22:57
5877
სს ოპპა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა სახის ონლაინ გადახდაზე საკომიოს აუქმებს, ხოლო ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების ხელის შესაშლელად, თანამშრომლები ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაოზე გადაჰყავს.

„ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა. ვინაიდან კორონა ვირუსი დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა და მისი გავრცელების ხელის შეშლა ყველა ჩვენგანის მორალური, სამოქალაქო და კორპორატიული პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, უკონტაქტო მომსახურების წასახალისებლად, გადავწყვიტეთ დროებით უარი ვთქვათ ჩვენი ელექტრონული საფულის შემოსავლიანობაზე და oppa.ge-დან განხორციელებულ გადახდებზე საკომისიო გავანულოთ", - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადახდებზე 0% საკომისიო სიტუაციის დასტაბილურებამდე შენარჩუნდება, ხოლო მომხმარებლებს გადახდისას მოუწევთ გაითვალისწინონ მხოლოდ ის ტარიფები, რომლებიც შესაძლოა დაუწესდეთ სხვადასხვა ბანკის ბარათით სარგებლობისას.

www.oppa.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები