თბილისში, ვაჟა ფშაველას 39 ნომერში ოპტიკის ახალი სივრცე - „დეპო ოპტიკა“ იხსნება. ეს არის ფარმადეპოს შვილობილი ბრენდი, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სხვადასხვა საფასო კატეგორიის, მაღალი ხარისხის პროდუქცია, როგორიცაა მზის და საკითხავი სათვალეები, ოპტიკური ჩარჩოები, სასათვალე და კონტაქტური ლინზები; თვალისა და ლინზის მოვლის საშუალებები და აქსესუარები.
სივრცეში ბიუჯეტურ პროდუქციასთან ერთად წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორიცაა Ray Ban, Carolina Lemke, Komono, Max & Co, Tiwi, Afflelou Paris და სხვა.
მაღაზიის ოფიციალური გახსნის ბენეფიტები
18, 19 და 20 ნოემბერს მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით დაგხვდება:
- 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
- გაორმაგებული ბეჭდები - მხოლოდ „დეპო ოპტიკის“ მაღაზიაში, ბალანსზე არსებული ბეჭდები გაორმაგდება.
- სპეც. ფასი - 79 ლარად Afflelou Paris მზის სათვალე
- ოფთალმოლოგის უფასო სერვისი - მხოლოდ 18 ნოემბერს.
18 ნოემბერს 19:00 საათზე კი გეპატიჟებით „დეპო ოპტიკის“ საზეიმო გახსნაზე. სადაც გელოდებათ გათამაშება, ცოცხალი მუსიკა და ფურშეტი.
დამატებითი სერვისი
„დეპო ოპტიკში“ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შესაძლებელია ოფთალმოლოგის მომსახურება. ჩარჩოსა და სასათვალო ლინზის შერჩევის შემდეგ თქვენს სათვალეს იმავე, ან მომდევნო დღეს მიიღებთ. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ Glovo-სა და Wolt-ის მიწოდების სერვისებით.

























