საკონსულტაციო კომპანია "მენეჯმენტის სისტემებმა" Optio.ai-ის ISO 27000 სერტიფიკატი გადასცა. Optio.ai პირველი ქართული ფინტექ სტარტაპია, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დანერგა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ optio.ai ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობის და მთლიანობის დაცვას უზრუნველყოფს ISO სტანდარტის შესაბამისად და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აღიარებულ ინფორმაციული უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებთან თავსებადია. სტანდარტის ფარგლებში კომპანიამ დანერგა ღრუბლოვანი აიტი სერვისების უსაფრთხო მართვის ინოვაციური მეთოდოლოგია, განხორციელდა კიბერუსაფრთხოების სერვისების აუთსორსინგი და სრულად ტრანსფორმირდა სტარტაპის ტექნოლოგიური და ბიზნეს პროცესები. აღნიშნული პროცესები optio.ai-ში პარტნიორმა კომპანია MSSP-მ უზრუნველყო. სერტიფიკატის მიღების შემდეგ optio.ai მზადაა, ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტები ადგილობრივ საბანკო სექტორთან ერთად საერთაშორისო ბაზარზეც გაიტანოს.