მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქრო გაიაფებას განაგრძობს – რატომ?

ოქრო

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – დღევანდელ სავაჭრო სესიაზე უნცია მეტალის ღირებულება 4,990 დოლარამდე დაეცა, რაც თვის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით შემცირებული ფასია.

მიუხედავად იმისა, რომ ირანთან მიმდინარე კონფლიქტი, წესით, უნდა ზრდიდეს მოთხოვნას ოქროზე, როგორც უსაფრთხო აქტივზე, ინფლაციურმა შოკმა და ნავთობის ფასის მკვეთრმა ზრდამ ინვესტორების ფოკუსი შეცვალა.

ბაზრის მონაწილეები შიშობენ, რომ ენერგორესურსების გაძვირება აშშ-ის ფედერალურ რეზერვს აიძულებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მეტი ხნით შეინარჩუნოს. თუ ადრე ინვესტორები 2026 წლის განმავლობაში განაკვეთების რამდენიმე ეტაპად შემცირებას ელოდნენ, ახლა ეს პროგნოზები მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, Goldman Sachs-მა განაკვეთების შემცირების დაწყების თარიღი ივნისიდან სექტემბრამდე გადასწია.

ზოგადად, მაღალი საპროცენტო განაკვეთი და დოლარის გამყარება ზრდის ალტერნატიულ ხარჯებს ოქროს ფლობისთვის, რაც მეტალების ბაზრიდან კაპიტალის გადინებას და ტრეიდერების მიერ პოზიციების ლიკვიდაციას იწვევს.

ინდუსტრიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სანამ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა არ განიმუხტება და ნავთობის ბაზარი არ დამშვიდდება, ძვირფასი ლითონების ბაზარი მაღალი ვოლატილობის ზონაში დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები