საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის რეკორდულად გაზრდის ფონზე, საქართველოში ოქრო ძვირდება. ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ყველა სახის ოქროზე ღირებულება 9%-ით გაიზარდა. რეალიზატორები ფასების კიდევ უფრო მატებას ელიან. ფასები არ დაუკორექტირებიათ მსხვილ რეალიზატორებს, რომლებიც საერთაშორისო ბირჟაზე არსებულ ვითარებას კიდევ დააკვირდებიან. გიგა ბენია გვიერთდება დეტალებით. რა ღირს ამ წუთებში საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო და როგორია საქართველოში მოლოდინები?