მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა, - როგორია ტენდენცია ოქროს ბირჟაზე?

სტატიაში საუბარია:

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება, - უნცია მეტალის ღირებულებამ 2,740 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 40%-ს შეადგენს, ხოლო ერთთვიან პერიოდში გაძვირების მაჩვენებელი 4%-ია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებასთან. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ოქროსთან მიმართებით ამერიკული დოლარის გაუფასურებას უწყობს ხელს, ამის ეფექტს კი ახლა ბირჟაზე ვხედავთ.გარდა ამისა, ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები