მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ჯილდოს მფლობელი „პურის ფესტივალი“ ბოტანიკურ ბაღში მეშვიდედ გაიმართება

17-18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი“ გაიმართება, რომელიც ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და პურის ცხობის ტრადიციებს ეძღვნება.

წელს ფესტივალმა საერთაშორისო გაერთიანება „ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტისგან“ უმაღლესი ოქროს ჯილდო მოიპოვა საზოგადოებრივი ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ენდემური ხორბლის ჯიშებს, დაესწრონ მასტერკლასებს, ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკითა და საბავშვო აქტივობებით. ფესტივალი, რომელსაც მხარს უჭერს თბილისის მერია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება, მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე მეწარმეების მხარდაჭერასა და აგროკულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

სტუმარი: სოფიო მეტრეველი - ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები