მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოქროს კათხა": სეს-მა კანონი ისე შეცვალა არავის გაგვაგებინა

5aaf8a1a813e2
მაია ბიწაძე
19.03.18 13:57
2951
"სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნას არ ვეთანხმებით", - ამის შესახებ Bm.ge-ს რესტორნების "ოქროს კათხა" და "მუხამბაზი" დირექტორმა, სოფო თავაძემ განუცხადა.

"კრიტიკული შეუსაბამობა, ანუ სიცოცხლისთვის საშიში, ასე ეწერა სეს-ის დასკვნაში, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ ისევ იქ ვყიდულობთ ხორცს სადაც ყოველთვის ვყიდულობდით, ანუ დეზერტირების ბაზარში და გვაქვს იგივე საბუთი, რასაც აქამდე გვაძლევდა დეზერტირების ბაზრის ექიმი, ანუ ფორმა 2 , რომელიც ხორცის ვარგისიანობას ადასტურებს. სწორედ ეს საბუთი წარვუდგინეთ ჩვენ სეს-ს წინა თვეებში, როდესაც ისინი შემოწმებაზე მოვიდნენ და მაშინ პრობლემა არ შექმნილა.

როგორც ჩემი კოლეგებისგან ვიცი, ანალოგიური პრობლემებია სხვა რესტორნებშიც, რომლებიც სეს-ის აღნიშნულ სიაში მოხვდნენ. იგივე შემთხვევაა "თაშრეზე", "კახელებზე“, "კრიუზზე".

როგორ ეხლა გავარკვიეთ სეს-მა შეცვალა კანონი, რომლის თანახმადაც ეს საბუთი - "ფორმა 2", უკვე აღარ არის საკმარისი, თუმცა ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, რადგან არავინ არ გაგვაგებინა და არ იცოდა დეზერტირების ბაზრის ექიმმაც, რადგან ის ისევ გასცემს ამ საბუთს და თუ მე არ ვიცოდი და არც ექიმმა, მაშინ ვინღა იცოდა?" - განაცხადა სოფო თავაძემ.

როგორც სოფო თავაძემ განაცხადა, რესტორანს საქმიანობა არ შეუჩერებია და ის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

"ჩვენ არცერთი წუთით არ გავჩრებულვართ, მე პირადად ვუმასპინძლე 140 რეგბისტს გუშინ, თამაში რომ მორჩა, ისინი მოვიდნენ ჩვენთან და მინდა გითხრათ, რომ სტუმრებს შორის ერთ-ერთი ჯანდაცვის მინისტრიც იყო" - განაცხადა სოფო თავაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა (კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები