მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოქროს კიდობანში" ხანძარია

სახანძრო

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი გაჩნდა. როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სავაჭრო ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.

სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება

დამატებითი დეტალები, მათ შორის დაშავებულების ან ზიანის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაცია განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები