მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს კონტრაბანდა, გადასახადებისთვის თავის არიდება - 2025 წელს საფინანსო სფეროში 985 დანაშაული გამოვლინდა

ოქრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გასულ წელს საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულის 985 ფაქტი გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა 375 პირის მიმართ დაიწყო - ამის შესახებ ცნობილი უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება.

კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევას გულისხმობს, 2025 წელს გამოძიება 261 საქმეზე დაიწყო, სისხლისსამართლებრივი დევნა კი - 229 პირის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით კი, რაც გადასახადებისთვის თავის არიდებას გულისხმობს, გამოძიება 724 საქმეზე დაიწყო, სისხლის სამართლებრივი დევნა - 146 პირის მიმართ.

გამოვლენილია საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტები.

ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲓᲘᲓᲘ ᲝᲓᲔᲜᲝᲑᲘᲗ ᲒᲐᲓᲐᲡᲐᲮᲐᲓᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲖᲠᲐᲮ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲐᲠᲘᲓᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲔᲑᲘ

  • საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კომპანიის დირექტორი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, სისტემატურად ახდენდა ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. კომპანიის შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ჯამში 7,185,710 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 4,439,697 ლარი, ჯარიმა 340,123 ლარი და საურავი 36,018,14 ლარის ოდენობით.

  • საგამოძიებო სამსახურის მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოვლენილ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტები.

    სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგად ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ჯამში - 39,797,768.55 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 24,347,092.09 ლარი, ჯარიმა - 12,173,544.20 ლარი და საურავი - 3,277,132.26 ლარი.

  • საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების
    შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში ხილ-ბოსტნის იმპორტიორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიმართ დაიწყეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო დეკლარაციებში სრულად არ ასახავდა სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს და უკვე რეალიზებულ პროდუქციას ნაშთად აფიქსირებდა, რა გზითაც განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტში 24,347,092.09 ლარის გადახდას.

ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲓᲘᲓᲘ ᲝᲓᲔᲜᲝᲑᲘᲗ ᲝᲥᲠᲝᲡ ᲙᲝᲜᲢᲠᲐᲑᲐᲜᲓᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲘ

  • საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

    ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად, კერძოდ, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 546,129,52 ლარის საბაჟო ღირებულების 3,197,18 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები