მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია კონკურენტს $17 მილიარდად ყიდულობს

63e23de16418f
გიორგი თოლორდავა
07.02.23 18:19
1311
ოქროს მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Newmont-ი გაფართოების სტრატეგიას განაგრძობს და ავსტრალიაში დაფუძნებულ Newcrest Mining-ს 16.9 მილიარდ დოლარად ყიდულობს, რაც ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა.

საბაზრო ღირებულებითა და საწარმოო მონაცემებით, აშშ-ში დაფუძნებული Newmont-ი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ის მეორე ადგილზე მყოფ Barrick Gold-ს ყველა ძირითად კომპონენტში თითქმის ორჯერ უსწრებს, თუმცა კომპანიის მენეჯმენტი მაინც აქტიურად ცდილობს გაფართოებას და ბაზრის წილის გაზრდას.

16.9 მილიარდი დოლარი Newcrest-ის საბაზრო ღირებულებაზე 21%-ით მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კომპანიის ინვესტორებმა ფასის გაზრდა 30%-მდე მოითხოვონ, როგორც ეს ინდუსტრიის სტანდარტებითაა მიღებული.

Newmont-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 38 მილიარდ დოლარს შეადგენს, აღნიშნული გარიგების შესახებ სიახლე კი კომპანიის ინვესტორებმა, მაღალი ფასის გათვალისწინებით, ნეგატიურად მიიღეს, რის გამოც აქციების ღირებულება თითქმის 5%-ით შემცირდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები