მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს სამკაულის მწარმოებელი ქართული კომპანია "ზარაფხანა" საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

57ea1f44c9718
სალომე მეცხვარიშვილი
27.09.16 11:20
3172
აზერბაიჯანული ბაზრის შემდეგ საქართველოში ოქროს ერთადერთი მწარმოებელი კომპანია "ზარაფხანა" სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასვლას გეგმავს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიაში განუცხადეს, კომპანიის სტრატეგიულ გეგმაში განიხილება როგორც მეზობელი ქვეყნების ასევე ევროპის ბაზარზე ექსპორტი. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, როდის მოხდება ბაზრების დივერსიფიცირება, "ზარაფხანაში" არ აკონკრეტებენ. კომპანიამ აზერბაიჯანში ფილიალი გასული წლის ბოლოს გახსნა.

"რათქმაუნდა, ფილიალის გახნა განაპირობა მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის წარმოებისა და პროდუქციის მიმართ ინტერესმა. ამ ეტაპზე ზარაფხანა ბაქოში გაყიდვებს ანხორციელებს მერჩანტების საშუალებით; ზარაფხანა მუდმივად ცდილობს განავითაროს წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, დახვეწოს თითოეული კოლექციისა თუ ცალკეული სამკაულის დიზაინი", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები