მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოქროს სიის შეღავათების გაუქმების შემდეგ, წვრილი იმპორტიორებისგან მადლობები მივიღე"

5d0619ec2abbf
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.19 15:00
1133
"მე გეტყვით, რომ რამდენიმე წვრილი შემომტანისგან, როგორც იმპორტიორისგან, ისევე ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიიდან მადლობები მივიღე," - განაცხადა გადაცემა Forbes-ის კვირაში ეგრეთ წოდებული "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

მაჭავარიანის თქმით, მთავრობის ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მაგალითად ყველაზე მსხვილი იმპორტიორებისთვის 25-დღიანი შეღავათების გაუქმება იყო, ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, რაც სახელმწიფოს განვითარების ისეთი მიზნების მიღწევისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორიც ინკლუზიურობის ხელშეწყობაა.

"მე გეტყვით, რამდენიმე წვრილი შემომტანისგან, როგორც იმპორტიორისგან ისევე ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიიდან მადლობები მივიღე, იმიტომ რომ ისინი კონკურენტუნარიან გარემოში ჩადგნენ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ თანაბარი თამაშის წესებზე, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სიტყვებზე, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს," - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები