მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების შესახებ ფინანსთა მინისტრი ბიზნესს ხვდება

5cfe5e0723915
დავით ჯალაღონია
10.06.19 17:38
978
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მიზანი "ოქროს სიაში" არსებული კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმებაა.

შეხვედრა ფინანსთა მინისტრის ინიციატივით და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით იმართება. საკითხის განხილვას ფინანსთა სამინისტროში საქართველოში არსებული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს.

კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები