1940 წლის 15 მაისს მსოფლიოში პირველი „მაკდონალდსი“ გაიხსნა - ბრენდი, რომელიც დღეს მილიარდობით ადამიანისთვის ბავშვობის ბედნიერ მოგონებებთან, სითბოსა და სტაბილურობასთან ასოცირდება. თუმცა, ოქროსფერი თაღებისა და პოზიტიური მარკეტინგის ფასადს მიღმა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ბიზნეს ისტორია იმალება.
როგორ იქცა ორი ძმის ლოკალური, ინოვაციური იდეა უძრავი ქონებისა და სწრაფი კვების გლობალურ იმპერიად და რა ფასი დაუჯდათ ნამდვილ დამფუძნებლებს რეი კროკის გენიალური, მაგრამ ერთი შეხედვით ხისტი სტრატეგია?


































