მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროყანაში, 1,8 მლნ ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოები დასრულდა - მერია

6320b0223acaf
BM.GE
13.09.22 21:20
879
მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი, მთაწმინდის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „პარმამ“ განახორციელა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 800 000 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სატყეოს ქუჩა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება უჭირდათ, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. სამუშაოების შედეგად, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში დისკომფორტს აღარ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, გზის საფარი კაპიტალურად 13 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები. ხოლო ბორდიური, 2 900 გრძივ მეტრზე მოეწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები