მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობა სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

575ee8f0939eb
BM.GE
13.06.16 21:08
1154
ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა თბილისში სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიებას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან და ის 15-16 ივნისს გაიმართება.
 
„კონფერენციის მონაწილეები სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის პოლიტიკის მდგომარეობის, გამოწვევებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ და ეს ყოველივე ადგილობრივი სურსათის წარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მცირე მეურნეების განვითარებაზე ორიენტირებული ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების საერთაშორისო მაგალითებს წარმოადგენენ. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები კომპლექსურ მიდგომებზე გაამახვილებენ ყურადღებას ნუტრიციისა და სასურსათო უსაფრთხოების სისტემების განვითარების კუთხით. ოქსფამმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეროვნული სასურსათო უსა ფრთხოების სტრატეგიის  სრულყოფა  და  მცირე  ფერმერების  მხარდაჭერა  სამხრეთ კავკასიაში “ - ფარგლებში არაერთი კვლევა ჩაატარა. კონფერენციის მონაწილეები კვლევის შედეგებს წარუდგენენ საზოგადოებას ნუტრიციის, სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგისა და სოფლის მეურნეობისა და ნუტრიციისადმი გენდერულად სენსიტიური მიდგომების შესახებ, რომლებიც შესაფერისია როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ორდღიანი ღონისძიება ხაზს გაუსვამს გამოწვევებსა და საუკეთესო გამოცდილებებს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების, განხორციელებისა და მონიტორინგის ასპექტში, რათა გააძლიეროს იმ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკაზე მომუშავე პირების და პროცესში ჩართული მხარეების მხარდაჭერა, რომლებიც მუშაობენ სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის მიმართულებით სამხრეთ კავკასიაში. ვიწვევთ ქართულ და საერთაშორისო მედია საშუალებებს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად“, - განმარტავენ „ოქსფამში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები