მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა - Galt & Taggart

მილსადენი გაზსადენი ბუნევრივი აირი ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 6.9%-ით შემცირდა. ევროპული გაზის ფასები სწრაფად შემცირდა მას შემდეგ, რაც Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ევროპელი შემსყიდველები აზერბაიჯანულ „სოკართან“ უკრაინის ტრანზიტის გასაგრძელებლად ხელშეკრულების გაფორმებასთან იყვნენ ახლოს. მოგვიანებით, სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს იწურება, თუმცა გაზსადენის სამომავლო ბედი ჯერ კიდევ უცნობია. ევროკომისიის მიხედვით, ევროპა რუსული გაზისგან დამოუკიდებლობას ემხრობა და მზადაა უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტისთვის.

მოთხოვნის მხარეს ევროპა თბილი ნოემბრის მოლოდინშია. თვის განმავლობაში კონტინენტზე ტემპერატურა 30- წლიან საშუალოზე თბილი იქნება, რაც ბუნებრივ აირზე მოთხოვნას შეამცირებს. დამატებით, არსებული მარაგების 95% სავსეა, როცა სამიზნე მაჩვენებელი გათბობის სეზონის დაწყებისას 90% არის. სავსე მარაგებს კონტინენტის ზამთრის მოხმარების თითქმის მესამედის უზრუნველყოფა შეუძლია.

წყარო: Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები