მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზებს ჩამორჩა

ჩინეთის ბირჟა

ოქტომბერში ჩინეთში საცალო გაყიდვების, სამრეწველო წარმოებისა და ძირითად კაპიტალში ინვესტიციების მაჩვენებლები ეკონომისტების პროგნოზებს ჩამორჩა და ქვეყნის ეკონომიკური შენელება კიდევ უფრო გაღრმავდა.

ოფიციალური მონაცემებით, საცალო გაყიდვები წლიურად მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა. ეს შედეგი კი ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ 0.8%-იან მატებას ორჯერ ჩამორჩა. ამასთან, ის მკვეთრად ჩამოუვარდა სექტემბერში დაფიქსირებულ ექვსთვიან მაქსიმუმს, 1.1%-ს. როგორც ირკვევა, სამომხმარებლო ხარჯების კლება განაპირობა უძრავი ქონების ბაზარზე არსებულმა კრიზისმა.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, სამრეწველო წარმოება ოქტომბერში წლიურ ჭრილში 4.8%-ით გაიზარდა. და ექსპერტების მიერ პროგნოზირებულ 5.3%-იან ზრდას ჩამორჩა. ამასთან, წარმოების ტემპი მკვეთრად შენელდა სექტემბერთან შედარებითაც, როდესაც ზრდამ ხუთთვიან მაქსიმუმს, 5.5%-ს მიაღწია.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ძირითად კაპიტალში ინვესტიციები, მათ შორის უძრავ ქონებასა და ინფრასტრუქტურაში, 8.1%-ით შემცირდა. ეკონომისტების შეფასებით, საინვესტიციო ვარდნის ასეთი მასშტაბი პანდემიის პერიოდის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური სირთულეები აისახა შრომის ბაზარზეც, სადაც ოქტომბერში უმუშევრობის საერთო დონემ 5.1% შეადგინა. ამის პარალელურად, სექტემბრის მონაცემებით, 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში, სტუდენტების გამოკლებით, უმუშევრობა წლიურ მაქსიმუმთან ახლოს, 18%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები