მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ეკონომიკა 6%-ით, 10 თვეში 7.6%-ით გაიზარდა - რომელ დარგებშია ზრდა/კლება?

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასულ თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ ათ თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ 7.6% შეადგინა. წლის 10 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა დღგ-ს გადამხდელ კომპანიათა ბრუნვის ზრდაც. ოქტომბერში მსხვილი ბიზნესის ბრუნვა მხოლოდ 7%-ით გაიზარდა და 15.5 მლრდ ლარი შეადგინა. 11%-იანი კლებაა ახლად რეგისტრირებული საწარმოების კუთხით. სულ ქვეყანაში 6 075 ახალი კომპანია დარეგისტრირდა. რა ტენდენციებია ეკონომიკაში და რომელ დარგებში ფიქსირდება ზრდის და კლების ტენდენცია?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები