მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასები შემცირდა - Galt & Taggart

სილიკონ მანგანუმი
13.11.24 21:55
798

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 4.1%-ით შემცირდა, ჩინურის კი ერთ ტონაზე $1,285 შენარჩუნდა.

"ნედლეულის ფასების მიმოხილვის თანახმად, საბაზო მეტალები გლობალურად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე არიან, განსაკუთრებით კი დაბალი მოთხოვნის სეზონზე. ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით რკინის მადნის ფასი მიმდინარე წლის ბოლომდე კლებას განაგრძობს და გამოკეთების მოლოდინი არც 2025 წლის განმავლობაში არის. ფასის გლობალურმა დინამიკამ კიდევ ერთ ქართულ მწარმოებელს - „ჯორჯიან მანგანეზს“ აიძულა ფეროშენადნობების წარმოების 6 თვით შეჩერება,"- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები