მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 14%-ით გაიზარდა და 102 მილიონი დოლარი შეადგინა

582ac4753faf3
BM.GE
15.11.16 12:15
1388
2016 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 241.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.0 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.9 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.2 პროცენტი მოდიოდა.

კერძოდ, 11.3 მილიონი დოლარი შეადგინა გადმორიცხვებმა საბერძნეთიდან, 10.2 მილიონი იტალიიდან, 2.6 ესპანეთიდან, ხოლო 2.5 მილიონი დოლარი გერმანიიდან. 34.6 მილიონი დოლარი შეადგინა გადმორიცხვებმა რუსეთიდან, ამერიკიდან კი 11,6 მილიონი დოლარი. 8.7 მილიონი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა თურქეთიდან, ხოლო ისრაელიდან კი 5.6 მილიონის.

2016 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.1 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები